|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

IDFI-ს დირექტორი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით იყო დაკავებული

რასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ იარაღის უკანანოდ ტარების ბრალდებით, მოდულის შენობის იზოლატორში ორი დღე გაატარა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაშია ბრალდებული. 

კლდიაშვილი წერს, რომ თავისი ერთ-ერთი საკოლექციო იარაღი ხელოსანთან იარაღის გადატანის ნებართვის აღების გარეშე წაიღო გასაკეთებლად, უკან წამოღებისას კი პოლიციამ გააჩერა.

„ჩემზე გაფორმებული ანტიკვარული იარაღი დავშალე, ტყვიები და მჭიდი მე არ მქონია. ოთხად დაშლილი ჩავდე საბარგულში და სახლისკენ წავედი. გზაში პოლიციამ გადამაყენებინა მანქანა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, კრიმინალურმა პოლიციამ. მითხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ და რომ მათი ცნობით, გარკვეული არაკანონიერი ნივთი უნდა მქონოდა თან. უკანონო არაფერი მქონდა, თუმცა ვუთხარი, რომ ჩემი იარაღი საბარგულში მედო და რომ ხელოსნისგან სახლში მომქონდა" - წერს კლდიაშვილი.

მისი თქმით, პოლიციაში ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს,  ბრალი კვირას წაუყენეს და სასამართლო პროცესიც იმავე დღეს ჩატარდა. მას აღკვეთის ღონისძიებად 1 500-ლარიანი გირაო შეეფარდა.

კლდიაშვილის განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლებმა ჰკითხეს, თუ რატომ შეჰყავდა თავისი საქმიანობით საზოგადოება შეცდომაში და რატომ საუბრობდა უკანონო მოსმენებზე.

კლდიაშვილი წერს, რომ არ სურს, მისმა ქმედებამ IDFI-ს რეპუტაცია დააზიანოს, ამიტომ საქმის დასრულებამდე ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობას აღარ შეასრულებს. მისი განმარტებით, სასამართლო პროცესი იანვარშია ჩანიშული.

„ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციების და საზოგადოების წინაშე დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი დაუფიქრებელი ქმედების გამო! ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების და აქტივობების ფონზე", - წერს გიორგი კლდიაშვილი Facebook-ზე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა