|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელი, რომელსაც 30 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება

       თერჯოლის მუნიციპალიტეტის 500 კომლიან სოფელ ღვანკითს, წლებია, სასმელი წყალი არ აქვს. ამის შესახებ ,,ნიუპრესს“ ადგილობრივებმა  აცნობეს.      მათი  თქმით, 1986 წლის შემდეგ სოფელს წყალი არ მიეწოდება. ღვანკითელებს  სასმელი წყლის მოტანა რაიონული ცენტრიდან უხდებათ, რადგანაც არტეზიულ ჭებიდან მიღებული  წყალი სასმელადაც  უვარგისია და   ვერც ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.  ,,სასმელი წყლის მოზიდვა  შორი მანძილიდან გვიწევს.  საოჯახო საქმეებისათის კი ვიყენებთ დაგროვებულ წვიმის წყალს, თუმცა, ხშირად არც ეს გვაქვს, წყლის მოსატანად თერჯოლაში გვიწევს სიარული წასვლა, რაც  ძალიან გვიჭირს, “ - განაცხადა ადგილობრივმა ნარგიზ რობაქიძემ.

        თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის აღნიშნული პრობლემა ცნობილია და მუნიციპალიტეტი აქტიურადაა დაინტერესებული საკითხის მოგვარებით. როგორც ჯაფარიძისგან შევიტყვეთ,  მსგავსი პრობლემა თერჯოლის თითქმის ყველა სოფელს აქვს: "ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მხოლოდ ღვანკითში იყოს ეს პრობლემა. ძირითადად, თერჯოლის რაიონის სოფლების პრობლემა უწყლობაა.  რაც შეეხება ღვანკითს,  წლევანდელი წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი და გაზაფხულიდან დაიწყება სამუშაოები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გამგებლის განმარტებით,  წყალი თითოეულ ოჯაში უფასოდ შევა:  ,,მოსახლეობას აღნიშნული სამუშაოებისთვის არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევს, შემდგომში კი მოხდება მათი გამრიცხველიანება და მოხმარებული წყლის მიხედვით გადასახადის გადახდა“, - განაცხადა  გამგებელმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა