|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი გამოთქვა

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე  განაცხადების მიღება  დღეს, 15.00 საათზე შეწყდა. რექტორობის სურვილი ოთხმა  კანდიდატმა გამოთქვა. სასწავლებლის ხელმძღვანელობის სურვილი მმოქმედმა  რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, შერმადინ მიქელთაძემ და   ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმა გამოთქვეს.  "რეგისტრაცია ოთხმა კანდიდატმა გაიარა. საარჩევნო კომისია განიხილავს წარმოდგენილ  დოკუმენტაციას და თუკი რაიმე დარღვევა იქნება, კონკურსანტებს გასასწორებლად  2 დღის ვადა ექნებათ. სავარაუდოდ, 26 იანვრისთვის კომისია დაასრულებს მუშაობას და ოფიციალურად დაარეგისტრირებს რექტორობის კანდიდატებს“,- განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ბერეკაშვილმა.

საარჩევნო კომისია 5 წევრისაგან შედგება, მათ შორის ერთი სტუდენტია.  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭომ რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებაზე გადაწყეტილება  2014 წლის 28 ნომებერს მიიღო, რადგან გიორგი ღავთაძის თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ამოიწურა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა