|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედეა ვასაძემ ავთანდილ ბერიძეს ხელი დაარტყა – ჭორი თუ სინამდვილე?!

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მედია ვასაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაჯგუფი ,,აჭარა P.S.” ავრცელებს. მათი განცხადებით, მათთან უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრისგან (რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ასახელებენ) ზარი შევიდა. წყაროს ინფორმაციით, ბერიძესა და ვასაძეს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა, ხოლო კულმინაციას, დღეს, სატელეფონო საუბრისას მიაღწია. როდეაც ავთანდილ ბერიძე ვასაძეს ტელეფონზე ესაუბრებოდა, მან საუბრის ნაადრევად შეწყვეტის მიზნით, ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და მის მიღმა ვასაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ვასაძე ჯერ კიდევ ისმენდა. ამის შემდგომ ვასაძე ბერიძის კაბინეტში შევარდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

     ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, თუმცა აღნიშნული ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორსს ეს ინფორმაცია მხიარულ ხასიათზე აყენებს. მისი განცხადებით, მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან ბერიძესა და ვასაძეს ერთმანეთს შორის კარგი ურთიერთობა გააჩნიათ და მათ შორის კონფლიქტი ყოვლად გამორიცხულია.


წყარო: მედიაჯგუფი ,,აჭარა P.S."

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა