|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ ტარდება

ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი  ქუთაისში ევროპის 2017 წლის საფერხბურთო  ჩემპიონატის ჩაუტარებლობის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით,  2017 წელს საფეხბურთო ჩემპიონატი 19-წლამდელთა ასაკში ორი მიზეზის გამო ვერ ჩატარდება.  პირველი, ესაა  სიშორე თბილისიდან. მეორე, ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა. 

„ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად განიხილებოდა 2 ვარიანტი, პირველი, თბილისი- გორი-მცხეთა-რუსთავი და მეორე, ქუთაისი-ზესტაფონი- სამტრედია- წყალტუბო. მეორე ვარიანტი დაიბლოკა იმიტომ, რომ არ ვართ თბილისთან 80 კილომეტრის რადიუსში, მეორე რის გამოც ვერ ტარდება ჩემპიონატი არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა, სტადიონები არის ქუთაისშიც, ზეტაფონშიც, სამტრედიაშიც.  წყალტუბოში შენდება, მაგრამ არის მეორე მოთხოვნა, ესაა ოთხი ან ხუთვარსკვლავიანი 132  ნომრიანი 2 სასტუმრის არსებობა, რომელსაც სახელმწიფო ვერ განახორციელებს და გარანტიასაც ვერ მოგვცემს, რომ გაკეთდება და ძალითაც ვერავის ავაშენებინებთ“,- განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

 მერის მოადგილემ ამ კომენტარით  „ვეროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელს გია გოქაძეს უპასუხა, რომელიც ქუთაისში ჩემპიონატის ჩაუტარებლიბაზე პასუხსმგებლობას  ქალაქის მერს, შოთა მურღულიას აკისრებს: „შოთა მურღულიამ არ გამოიჩინა შესაბამისი აქტიურობა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთ ქალაქად ქუთაისი შეერჩია. არა და მურღულია მერად მთავრობაში გავლენიანი მეგობრების გამო აირჩიეს“ - განაცხადა გია გოქაძემ.


2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა