|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის თანამშრომლები ქორწილებში მერიის ავტომანქანებით ვეღარ წავლენ

მერიის თამამშრომლები ქორწილებში მერიის ავტომანქანებით ვეღარ წავლენ. „პრესტიჟული მანქანები იყო და შეიძლება დადიოდნენ კიდეც,  მაგრამ ახლა იქნება პატარა ავტომობილები და ექნებათ მერიის ლოგო“, - განაცხადა შოთა მურღულიამ დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სახელმწიფო  შესყიდვების გეგმაში ცვლილებები  დაამტკიცეს. ცვლილებები სწორედ მერიის ავტოპარკის განახლებას შეეხებოდა.   ამ თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კიდევ ერთი მაგალითია. "აქამდე მერიაში არსებულ 80-მდე ავტომანქანაზე 145-125 ათასი ლარი იხარჯებოდა და მაინც გაუმართავი იყო, ამიტომ საკრებულოს 3 წლის მანძილზე 300 ათასი ლარის დაზოგვა შევთავაზეთ.  ჩვენ ეს მანქანები უნდა ჩავაბაროთ და შევიძინოთ გაცილებით იაფფასიანი მანქანები, თან ამდენიც არ გვჭირდება. საჭიროა 15 ავტომანქანა, რომლებსაც ექნება სამწლიანი გარანტია, ანუ მათზე სამი წლის განმავლობაში თანხა არ დაიხარჯება.  ყველამ კეთილი უნდა ინებოს და გადავიდეს იაფფასიან მანქანებზე“,- განაცხადა შოთა მურღულიამ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა