|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კუკავამ ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია დაანონსა

არასაპარლამენტო  ოპოზიციის  პოლიტიკური პარტიები ოთხშაბათს, 7 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განახადა. „ფინანსთა მინისტრმა, რომელიც შეიპარა დღეს ფინანსთა სამინისტროში უკანა შესასვლელიდან, გამოგვიგზავნა წარმომადგენლები და უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრებზე. ამიტომ, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტებს არ შეუძლიათ გაგვცენ არანაირი პასუხი ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ ოთხშაბათს, 7 საათზე შევიკრიბებით ივანიშვილის შუშის სასახლესთან,” - განაცხადა კახა კუკავამ. 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ფინანსთა სამინისტროსთან ქვეყანაში შემნილ ეკონომიკურ მდგომარეობას გააპროტესტებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა