|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისელი ქალბატონები“- გამოფენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს

 ქუთაისელი ქალბატონები“ ეს ის გამოფენაა, რომელიც დღეს TBC  ბანკის საგამოფენო დარბაზში ფოტო-კინო მატეანის მუზეუმმა   დედის დღესა  და ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალბატონების ფოტოები. როგორც ორგანიზატორი აღნიშნავენ, გამოფენის მიზანი მომავალი თაობის ინფორმირებაა, თუ ვინ იყნენ მათი წინაპრები. აქვე აღნიშნავენ, რომ ამ გამოფენას,  საქართველოში ანალოგი არ აქვს.

„გამოფენაზე უცნობი ქალბატონების ფოტოებია წარმოდგენილი, თუმცა მასზე ცნობილი ფოტოგრაფები მუშაობდნენ, მაგალითად, ალექსანდრე მიხაიოლოვი, კაჩუხაშვილი, რუსაძე, ცხომელიძე და ა.შ. მათ მთელი ეპოქა შექმნეს მხატვრული შემოქმედებით. ჩამოთვლილიდან აღსანიშნავია ყველაზე ცნობილი ალექსანდრე მიხაელოვი, რომელიც პირველი ფოტოხელოვანი იყო დასავლეთ საქართველოში.  მასალა მთელი 15 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ეს პირველი გამოფენაა, რომლის ანალოგი ჯერ საქართველოში არ ყოფილა“,-განაცხადა  ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის მთავარმა სპეციალისტმა, ნანა ჭეიშვილმა. მისი თქმით, გამოფენაზე სტუმრად ფოტოხელოვანის, ალექსანდრე მიხაელოვის შვილთაშვილი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორგანიზატორები ამ ჟესტით ულოცავენ  ქუთაისელ  ქალბატონებს მარტის პირველ კვირას. 

„დღევანდელი   გამოფენით  ჩვენ  მივულოცეთ  ჩვენი  ქალაქის  ქალბატონებსა და  დედებს გაზაფხულის  შემობრძანება, ასევე  დედის დღე. ფოტო-კინო მატეანეს  მუზეუმმა არქივებიდან ამოძებნა   წარმოდგენილი ფოტოები. თუ როგორი გამოფენა  გამოვიდა, ამას, ალბათ, მნახველი შეაფასებს“,- განაცხადა კულტურულ სახლოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ლადო პატარიძემ.

 

 

ავტორი: იზა მოდებაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა