|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სპორტს უფრო მკაცრი და მომთხოვნი ხელი სჭირდება"-სოსო გაბრიჭიძე

ქალაქის მერის ბრძანებით, სოსო გაბრიჭიძე ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს. გაბრიჭიძე, მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი გახლდათ, ახლა ამ მოვალეობას ირაკლი სარიშვილი ასრულებსრომელიც ამ დრომდე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 

ახალ სამსახურში სოსო გაბრიჭიძის ძირითადი მოვალეობა ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი  12 სპორტულ სკოლასა და 50-მდე  სპორტული  სახეობის განვითარებაზე ზრუნვაა.

 "ამ საკითხზე საუბარი  გვქონდა  ქალაქის მერთან და შეთანხმებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  მე გადავსულიყავი სპორტულ გაერთიანებათა დირექტორად.  როგორც ვივარაუდეთ და როგორ მერმა თქვა,  ამ ეტაპზე საჭირო იყო ამ სფეროს გაძლიერება. ჩემი წინამორბედის კმაყოფილი ვარ, ყველაფერი მწყობრში დამახვედრა, თუმცა სპორტს უფრო მკაცრი და მომთხოვნი ხელი სჭირდება",- აღნიშნა სოსო გაბრიჭიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
გაბრიჭიძის კანდიდატურა მისი გამოცდილებიდან  შეირჩა, მოგეხსენებათ, ის, ამავდროულად, საკალათბურთო კლუბის -  "ქუთაისი 2010"-ის პრეზიდენტია. 
"ქუთაისი 2010"  გასული  წლის საქართველოს თასის მფლობელია. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა