|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ახალი სტადიონი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ წყალტუბოში ახალ სტადიონს აშენებს. პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, 7280 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე დაგეგმილია ხელოვნური საფარის დაგება, 7960 კვადრატულ მეტრზე კი - ავტოსადგომის მოწყობა და განათების ბოძების დამონტაჟება. სტადიონის ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა ჭაობის დაშრობის სამუშაოები. ობიექტი გათავისუფლდა ძველი სტადიონის ნარჩენებისგან და მოხდა მისი შემოღობვა, ასევე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. ახალი სტადიონი ქალაქის ძველი სტადიონის ადგილზე აშენდება. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ქალაქის ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი სპორტის განვითარებას. სტადიონის მშენებლობა წყალტუბოში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება კი 2015 წელს იგეგმება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა