|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "გაცნობისა და დაოჯახების ცენტრის" გახსნას ითხოვენ

მოქალაქე კუკური აბულაძე "გაცნობისა და დაოჯახების ცენტრის" გახნას ითხოვს. მისი თქმით, მსგავსი ცენტრი თბილისში არსებობს და საკმაოდ წარმატებულადაც ფუნქციონირებს. კუკური აბულაძე ამბობს, რომ  განცხადებით მერს და გუბერნატორს უკვე  მიმართა, მაგრამ მათ ცენტრის გახნაზე უარი უთხრეს. "თბილისში არსებობს ასეთი ცენტრი, ვესაუბრე მის ხელმძღვანელობას და მუშაობს, მინდა ასეთი ცენტრი ქუთაისშიც გაიხნას, თუმცა ცენტრის გახსნაზე უარი მითხრეს, ამისთვის თანხებია საჭიროო",- განუცხადა ჟურნალისტებს კუკური აბულაძემ. მისი თქმით, ცენტრში დაოჯახების მსურველი  ადამიანები თავისი ფეხით მივლენ. "ოჯახის შესაქმნელად ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და  თუ მე ვცდები, მოვიდეს ვინმე და შემედავოს"-აცხადებს აბულაძე.


ავტორი: ანა ჯიქია