|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ესენი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის ვიცე სპიკერ მურმან დუმბაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს მედეა ვასაძესა და  ჯემალ ფუტკარაძეს მოღალატეები უწოდა.  მისი თქმით, ხელისუფლება სრულიად აკონტროლებს სიტუაციას აჭარაში და რაიმე სახის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ადგილი არ ექნება.  

  ,,როგორც კოალიციის ხელმძღვანელი დაინტერესებული ვარ და სრულად ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება აჭარაში. სამწუხაროა, რომ მიწევს ამის თქმა, თუმცა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ერთმა თავად დატოვა პარტია, მეორე კი თავად ჩვენ გავრიცხეთ. ურჩ და მოღალატე წევრებს არ გავაჩერებთ პარტიაში და ვისაც მსგავს რაიმეს შევატყობთ, ჩვენი საქციელი იქნება ადეკვატური",- აცხადებს ღარიბაშვილი.   როგორც პრემიერ მინისტრმა შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, აჭარაში  ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება და ის მცირედი ინციდენტები, რაც მოხდა, ნორმალური მოვლენაა. 

  ,,აჭარაში ყველაფერი არის კონტოლის ქვეშ, ოპოზიციას იქ არაფრის თავი არ აქვს, ის რაც მოხდა, ეს არის ნორმალური და დემოკრატიის პრინციპებისთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა. აჭარაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, ამ კუთხით არაფერი იგეგმება,- აღნიშნაა ღარიბაშვილმა.   "რაც შეეხება ყველა იმ ადამიანს ვინც ,,ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებლებს უღალატებს, ისინი პასუხს აგებენ თავიანთი მოსახლეობის წინაშე. მედეა ვასაძე, მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“ , - აღნიშნა პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა