|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა ქუცნაშვილს ხელი არ ჩამოართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში შემოსვლისას მას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს პირველი შემხვედრი დეპუტატისთვის ხელის ჩამორთმევას პროტოკოლი ავალდებულებდა.

 

"პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი, როცა შემოდის დარბაზში ვალდებულია ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხევდა და ხელის 

ჩამორთმევა", - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია.
,,ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით, ვიღაც პირთა მიმართ, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს მათ. ჯობდა, რომ დაესახელებინა ისინი, თუკი ამ პროცესს იწყებდა", -განაცხადა ქუცნაშვილმა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა