|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უპატრონოდ დარჩენილ სასაფლაოებზე პასქებს მერიის თანამშრომლები მიიტანენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერის მიერ გასულ წელს დაწყებული აქცია წელსაც გაგრძელდება. მერიის დაქვემდებარებაში ასრებული შპს „ქართული ტრადიციები 2011“ აღდგომის დღესასწაულზე, პატრონის გარეშე დარჩენილ საფლავებზე სანთლების ანთებას, წითელი კვერცხის და პასკის მიტანას გეგმავს.

როგორც „ქართული ტრადიციების“ ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი აღნიშნავს, ქალაქის მასშტაბით  არსებულ 13 მუნიციპალურ სასაფლაოზე, დაახლოებით 300 მსგავსი საფლავია. რომელთა მონახულებას და სანთლის ანთებას „ქართული ტრადიციების“ თანამშრომლები გეგმავენ. აღნიშნული აქცისათვის კომპანიამ 130 ლარი გამოყო.

„პატრონის გარეშე დარჩენილი დაახლოებით სამასი საფლავია. მერის ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულზე ამ საფლავებზე მივლენ ჩვენი თანამშრომლები სანთლებს აანთებენ, წითელ კვერცხს და პასკებს მიიტანენ. რისთვისაც ჩვენი სამსახურის მიერ 130 ლარი გამოიყო. აქედან სამი ლარის სანთლებს შევიძენთ, 85 ლარი კვერცხებისთვის არის გამოყოფილი, პასკებს კი ჩვენი გოგონები გამოაცხოვენ“, - აღნიშნავს გოჩა მარგველაშვილი.

შპს „ქართული პრადიციები 2011“-ის ინიციატივით, სააღდგომოდ სასაფლაოების ინტენსიური დასუფთავება მიმდინარეობს. ცხოველებისგან დასაცავად კი ავანგარდის ძველი სასაფლაოს სამხრეთ ნაწილი მთლიანად შემოიღობა.

სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულზე ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა