|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა,  სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს.  ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა  კულინარიული ნაწარმის ნიმუშები , ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.  კვლევის შედეგად,  შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-ში აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცის მოხმარება გამვლინდა. " სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“  1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით , საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.", –ნათქვამია სურსათის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება კიდევ განხორციელდება. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა