|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი უნდა გაიყიდოს"-ირაკლი ღარიბაშვილი

  

პრემიერმა დღეს წყალტუბოს  დათვალიერების  შემდეგ კომენტარი გააკეთა.  მან  ინფრასტრუქტურული პროექტების  შეფასებასთან ერთად  ქუთაისში არსებული მთავრობის სახლის ფუნქცონირებაზე  ისაუბრა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ,  ეს შენობა უნდა გაიყიდოს: ,,ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და  მთავრობის სახლს,  რომელიც 80 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს.  ალბათ,  ეს შენობა უნდა გაიყიდოს"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 ამ წუთებში  ირაკლი ღარიბაშვილი  ქუთაისში იმყოფება, სადაც სასტუმრო „ბაგრატში" ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მხარის  ეკონომიკურ პოტენციალს განიხილავენ.  შეხვედრა  პროექტის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში მიმდინარეობს.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა