|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძაღლების ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)

"ორმაისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით  ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.  გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე ძაღლმა მიიღო, აქედან 200 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. შეჯიბრება რამდენიმე ნომინაციაში გაიმართა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

" ყველა ქუთაისელს ვულოცავ "ორმაისობას". საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი ტურისტი გვესტუმრა და  მონაწილეობა მიიღო გამოფენაში,"- აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ძაღლების ფესტივალი 2 მაისს დაიწყო და 3 მაისს დასრულდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა