|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოთარ ქანდარიას ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში


„ორმაისობის“ დღესასწაულს ოთარ ქანდარიას გარეშე არ ჩაუვლია. „ოქროს ჩარდახში“ მხატვრის  19 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს  ნამუშევრების ნახვა  მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. გამოფენა მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით  მოეწყო და ერთ დღეს გაგრძელდა.

მხატვარი ოთარ ქანდარია  1937 წლის 8 ივლისს, ქუთაისში დაიბადა. მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. აქვს გრაფიკული  სერია  „ქართული ისტორიული ძეგლები“. ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები 2006 წელს  ალბომად სახელწოდებით „ჟღერს ქვის ჰარმონია“ გამოვიდა. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.  

ოთარ ქანდარიას ნამუშევრები საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ასევე კერძო კოლექციებშია დაცული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა