|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯაზის ქუჩა გაიხსნა

ქუთაისში, ლომონოსოვის ქუჩაზე "STREET ART"-ს ფარგლებში  ჯაზის ქუჩა გაიხსნა.  როგორც იდეის ავტორი ლევან ბიბილეიშვილი ამბობს,   ბალახვანს ეს ნამუშევრები ძალიან მოუხდა  და დაზიანებული კედლები გაალამაზა.

"ზოგადად ჯაზი ძალიან მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე მცირეოდენი სიხალისე შემემატებინა ქუთაისისთვის. ვფიქრობ მსგავსი კუთხე  ინტერესს გააჩენს, "-განაცხადა რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა .
"დაახლოებით თვენახევარია,  რაც ვმუშაობ ამ კედლის მოხატვაზე. არის  ცნობილი კარიკატურების, ფოტოების რეპროდუქციები. ძალიან მიხარია, რომ ეს პრეცედენტი ქუთაისში  შედგა", -აღნიშნა მხატვარმა ლია უკლებამ.
ჯახის ქუჩის გახსნას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  "ვფიქრობ,  საინტერესო პროექტი არის. ყველა ჩვენგანს სჭირდება ბიძგი  და ვფიქრობ ეს კარგი მაგალითია სხვა მხატვრებისთვის,  რომ გაალამაზონ ქუთაისის ქუჩები,"-აღნიშნა მერიის ულტურის სამსახურის წარმომადგენელმა თამთა თურმანიძემ.
 ჯაზის ქუჩაზე ჯაზს დღის ბოლომდე დაუკრავენ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა