|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ხიდიდან გადახტომას შეეცადა


ქუთაისში, წითელ ხიდთან სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა.
"ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ხიდთან იდგა და გადახტომას აპირებდა. იქვე მყოფმა მამაკაცმა გამოიყვანა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პატრული. როგორც ვიცი, ახალგაზრდა ქალბატონს სოციალური პრობლემები აქვს",-განაცხადა თვითმხილველმა ნანული წერეთელმა.
შსს თვითმკვლელობის  მცდელობის ფაქტს უარყოფს. სასწრაფო დახმარების ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა