|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვ „რიონი“ ოქროს რეიტინგის მფლობელი გახდა


საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების საზოგადეობამ საქართველოს ლიდერი საწარმოების მუშაობა შეაჯამა და ტელე-რადიო კომპანიებში სამი გამარჯვებული გამოავლინა. კატეგორიაში საშუალო წარმოების  ნომინაციაში  კომპანია „რიონმა“ გაიმარჯვა.

ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაცის,  დაქირავებულთა, დასაქმებულთა და ანაზღაურების მაჩვენებლებით „რიონმა“ მიიღო რეიტინგის ოქრო და დარგის ლიდერი გახდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც  საქართველოში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში საქმიანობს,  სხვადასხვა დარგის, კატეგორიის და საკუთრების ფორმის სუბიექტების საქმიანობის რანჟირებას ატარებს. კავშირი  წარმატებულ საწარმოებს გამოყოფს და ანიჭებს მათ ადგილს რეიტინგში. საუკეთესოებს კიდარგის ლიდერი”-ის წოდებას ანიჭებენ.

 დაჯილდიება 19 სექტემბერს გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი