|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 
2015 წლის მაისის თვე საქართველო 454 545 ვიზიტორმა მოინახულა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორთა რაოდენობა ტრანზიტის ხარჯზეა გაზრდილი. შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით,  ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:  ტურისტული - 656 068 ვიზიტი,რაც საერთო რაოდენობის 35,7%-ია,  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%ითაა შემცირებული.

 ტრანზიტულ - 405 208 ვიზიტი, რომელიც საერთო რაოდენობის 22,1%,  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%-ითაა გაზრდილი.
 სხვა - 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%,)გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%-ითაა შემცირებული.
შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან -

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა