|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს 2 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცვლილება 20-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქს შეეხება.“ზოგ ოლქს მოუწევს გაყოფა, ზოგს შემცირება“, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ამის შედეგად ქუთაისს, როგორ დიდ სამაჟორიტარო ოლქს, გაყოფა მოუწევს და ერთის ნაცვლად 2-მაჟორიტარი  დეპუტატი ეყოლება. ცვლილება შეეხება სხვა დიდ ქალაქებსაც, სადაც ასევე გაიზრდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. 

დედაქალაქში კი ოლქების რაოდენობა 10-დან 13-14-მდე გაიზრდება. სანაცვლოდ,  მცირე ოლქების რაოდენობა შემცირდება. 

 ამით ცდილობენ  იმ  დისბალანსის შეცვლას, რომელიც არსებობს მაჟორიტარულ ოლქებს შორის. "73-დან დაახლოებით 25 ოლქს გარკვეული ცვლილება შეეხება, თუ დღეს ჩვენ გვაქვს 30-ჯერადი დისბალანსი, ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა ოლქს შორის, ეს ბალანსი ბევრით შემცირდება, შეიძლება 5-ჯერ, შეიძლება 6-ჯერ ან უფრო მეტად...მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაზე დიდი ოლქები გავყოთ, ხოლო ყველაზე პატარა ოლქებს მოვუხერხოთ რაღაც სხვა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მნიშვნელოვნად უფრო სამართლიანად. ოლქს მოუწევს გაყოფა, ზოგს შემცირება, ზოგს გაერთიანება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა