|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.  დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ ნაკადად აბარებენ. პირველმა ნაკადმა გამოცდა უკვე დაასრულა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე რეგისტრაცია 9352-მა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდაზე არ გამოცხადდა 288. იყო დაგვიანების 2 შემთხვევა ფოთსა და თბილისში. ქუთაისში დაგვიანების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენმა გაიარა რეგისტრაცია ქუთაისის 3 საგამოცდო ცენტრში, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოგვიანებით მოგვაწვდის და შემოგთავაზებთ. 

"ნიუპრესი" პირველი სესიიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა. მათი თქმით, საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულისაა. "ვფიქრობ, არ იყო რთული, თემის დაწერაც არ გამჭირვებია. მგონი, არც სხვებს გაუჭირდებათ.  ველოდები შედეგებს",- აღნიშნა აბიტურიენტმა ლია ჯანჯღავამ.
 შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსებებს,
რომ გამოცდაზე  მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და წყლის პლასტმასის ბოთლით შეტანაა დასაშვები. სხვა ნივთების შეტანის შემთხვევაში აბიტურიენტები გამოცდიდან ავტომატურად მოიხსენებიან.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა დღეს დასრულდება. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა