|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაგრატი" და "გელათი" საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ნუსხაში რჩება

ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა 2016 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ნათქვამია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ქვეყანას მიეცეს საშუალება სრულყოს განხორციელებული პოზიტიური ქმედებების სისტემატიზაციის პროცესი და ტერიტორიისთვის უზრუნველყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და რეგულაციები, ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა 2016 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიისთვის გადაიდო.
ამ ეტაპზე, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი კვლავ რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
2013-2015 წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგინა ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი. დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება. აღნიშნული კონსერვაციის გეგმის ფარგლებში 2008 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და ICOMOS-ის მიერ დადებითად არის შეფასებული", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა