|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მაღალჩინოსნები კიევში ფოტოგამოფენაზე დასასწრებლად გაემგზავრებიან

"საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახოს ყველამ!“«Georgia, Kutaisi - must see!»" -  უკრაინის დედაქალაქის აეროპორტში  ფოტოგამოფენა ასეთი სათაურით გაიმართება   ჟულიანის აეროპორტი საკუთარ ინტერნეტ გვერდზე იმ გამოფენის შესახებ  მოგვითხრობს, რომელიც 24 ივლისს  კიევში გაიმართება. გამოფენა კიევში "ა" ტერმინალში გაიხსნება.  არჩილ გეგენავა, დათო მირზაშვილი და ლევან ლექვინაძე თავიანთი ფოტონამუშევრებით უკრაინელებს და არა მარტო მათ,  ქუთაისის ყველაზე ცნობილ ადგილებს გააცნობენ, 

 გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო უკრაინაში, ქუთაისის თვითმმართველობა, ავიაკომპანია YanAir და დედაქალაქის აეროპორტი - "კიევი".

 24 ივლისს კიევის დროით 16:00 საათზე გამოფენის გახსნას დაესწრებიან მიხეილ უკლება - საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, დავით დვალი - ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარე, იაროსლავ აგაფონოვი - ავიაკომპანია YanAir-ის გენერალური დირექტორი, ალეკსეი იაკოვეცი - კომპანია «Мастер-Авиа» გენერალური დირექტორი, ბექა ყანჩელი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ქავთარაძე - ქუთაისის ვიცე მერი, პანტელეიმონ კლდიაშვილი - ეკომიკისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ცარუკი - უკრაინაში ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი.

გამოფენის დათვალიერება უკრაინაში 20 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა