|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას C ჰეპატიტის კვლევის დაფინანსებას თხოვენ

ქუთაისში ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. ორგანიზაცია „რუბიკონის“ წევრებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. ისინი ასევე ქუთაისის მერისგან იმ მოქალაქეების დაფინანსებას ითხოვენ, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ. ქუთაისის მერია სოცილურად დაუცველებს „C ჰეპატიტის“ კვლევას უფინანსებს: „დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. ამ აქციით გვინდა მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია ელიმინაციის პროექტის შესახებ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ სახელმწიფოს ამ პროექტის დაწყებისათვის. ეს პირველი ეტაპია და არის გრძელვადიანი პროცესი.  ქუთაისის მერიას გვინდა მოვმართოთ, სრულად დააფინანსონ ელიმინაციის პროგრამა. გაითვალისწინონ ბათუმის, თბილისის და ზუგდიდის მერიის მაგალითი“, - განაცხადა ორგანიზაცია „რუბიკონის“ ხელმძღვანელმა ზაზა ქარჩხაძემ. 

ამ ეტაპზე ქუთაისში  “C  ჰეპატიტის“ უფასო კველევას სრული დაფინანსებით მხოლოდ სოციალურად დაუცველები უტარდებათ. 

რაც შეეხება თბილისს, სახელმწიფო აფინანსებს კვლევის 30 პროცენტს, თბილისის მერია - 60 პროცენტს, პაციენტი 10 პროცენტს, ხოლო სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით ფინანსდებიან. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა