|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის კახა კახიშვილის ქონებრივ დეკლარაციას. კახა კახიშვილი 1973 წელს თბილისში დაიბადა. ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.  ოჯახი ფლობს 220.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში,  ვახტანგ მე-6 N40., რომელიც მამის სახელზეა რეგისტრირებული. ჰყავთ ორი მსუბუქი ავტომობილი. არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს:  საქართველოს ბანკი მიმდინარე კრედიტი 118.01 ლარია, ასევე საქართველოს ბანკი მიმდინარე 326.39 ლარი, 3.27 აშშ დოლარი, 1400.00 ევრო, სახელფასო თანხა 2269.00 ლარი.

საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა გრაფაში კახიშვილს მითითებული აქვს, რომ, . "კამოსი" იურისტად მუშაობის დროს  1875.00 ლარი, შ.. "ტალიდეველოპმენტი" კონსულტანტად კი 5000.00 ლარი აქვს მიღებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა