|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია ბობოხიძე პატრულს ცემაში ადანაშაულებს (ვიდეო)

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გია ბობოხიძე "ნიუპრეს"–ს დაუკავშირდა და პატრულის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ პატრულის თანამშრომელმა ტარიელ ხარატიშვილმა ცემა.მან ასევე აღნიშნა, პატრულის თანამშრომელი, რომელთანაც ადრეც ჰქონდა უკმაყოფილება, მის მიმართ აგრესიულად იქცეოდა. "17 ივლის ღამის 23 საათისთვის ოჯახის წევრებთან ერთად სახლში მივდიოდი, რა დროსაც პატრულმა გამაჩერა. ჩემი ვარაუდით პატრულის თანამშრომელი ტარიელ ხარატიშვილი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან განსაკუთრებულად აგრესიული იყო და ფიზიკურ ძალადობაზეც გადმოვიდა. მცემა, რის შემდეგაც სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს,. ფაქტს ჩემი ოჯახის წევრები შეესწრენ. მანდილოსნები და ჩვილი ბავშვი მანქანაში მიატოვეს"– აცხადებს ბობოხიძე. დაპირისპირება საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და გია ბობოხიძეს შორის გაცილებით ადრე დაიწყო. ბობოხიძის თქმით, პატრულმა ბევრჯერ სცადა მისთვის ოქმი შეევსო, თუმცა ვერ მოახერხა. "მანქანა ჩემით გავუჩერე, რადგან მივხვდი, რომ მე გამომყვნენ. ტარიელი საჭესთან იჯდა. როდესაც დამინახა და მიცნო საპატრულო მანქანიდან ამ სიტყვები გადმოვიდა: "ჩამივარდი ხელში ხელოსანო გია?" - ეს იმიტომ მითხრა, რომ გარკვეული ხნის წინ დამემუქრა, რომ გამამწარებდა, მტრობდა, მაგრამ რატო ჩემთვის უცნობია"– აღნიშნა ბობოხიძემ. ბობოხიძეს გულმკერდის არეში დაჟეჟილობა, რომ აღენიშნებოდა ხონის საავადმყოფოს ექიმებმაც დაადასტურებს, მან ასევე ტვინის შერყევა მიიღო. გია ბობოხიძემ უკვე მიმართა პროკურატურას და გამოძიების პასუხს ელოდება. ინფორმაციისთვის შსს–ს დავუკავშირდით, მაგრამ სამინისტროს პრესსამსახურმა პროკურატურაში გადაგვამისამართა. 

გამოყენებულია ტელეკომპანია მაესტროს ვიდეო მასალა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი