|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მაღალჩინოსნების 5 დღიანი ვიზიტი 7663 ლარი დაჯდა

ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უკრაინაში გამოფენაზე გამგზავრება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. "ნიუპრესის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ დავით დვალის და ბექა ყანჩელის უკრაინაში 5 დღიანი ვიზიტი 3095 ლარი დაჯდა. 4 568 ლარი გამოიყო ქუთაისის მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის პანტელეიმონ კლდიაშვილის და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი სარიშვილის სამივლინებო ხარჯებისთვის. "საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახოს ყველამ" , აღნიშნული სახელწოდების გამოფენაზე დასასწრებად ჯამში 7663 ლარი დაიხარჯა. გამოფენაზე ქუთაისელი ფოტოგრაფების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელსაც თავად ფოტოგრაფები არ ესწრებოდნენ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა