|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაღებში ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია

ქუთაისის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლები  ატესტაციის პირველი ეტაპტესტირება 23  აგვისტოს  გაივლიან.   ატესტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილის 10 საათიდან  და 14 საათამდე ჩატარდება.  მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ატესტაციაში მონაწილეებს 9 საკითხიდან 100 კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. უმაღლესი შეფასება, რომლის მიღებაც ატესტანტს შეუძლია, არის  ასი ქულა.  ტექსტი მოიცავს 50 ტესტურ დავალებას საქართველს კანონდებლობიდან და 50 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან.  ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი 65% ფარგლებში.
ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით დაწესებულებაში იქნება საპრეტენზიო კომისია. 
შეიქმნა ააიპ ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთანების საკონკურსო- საატესტაციო კომისიის აპარატი. კომისია 5 წევრისგან  შედგება და მას ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე უხელძღვანელებს. 




ავტორი: ანა ჯიქია