|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელ კიბეებს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქუთაისში  ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელ კიბეებს რესტავრაცია ჩაუტარდება. პროექტი უკვე მზადაა და გაწერილია თანხები. რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ბაგრატის ტაძართან მისასვლელ, გაპონოვის ქუჩის მეორე შესახვევში, მწვანეყვავილასთან მისასვლელ და წერეთლის ქუჩაზე არსებულ კიბეებს. ამის შესახებ ცნობილი ქუთაისის მერიაში ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე გახდა.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის პანტელეიმონ კლდიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა შეეცდება კიბეების რესტავრაცია მომავალი ორმაისობისთვის დასრულებული  იყოს.

"ბაგრატის ტაძართან მისასველელი კიბეების რესტავრაციისათვის პროექტით გათვალისწინებულია 55 ათას 753 ლარი, მწვანეყვავილასკენ მიმავალი კიბეებისთვის 54 ათას 457 ლარი, ხოლო წერეთლის ქუჩაზე არსებული კიბის რესტავრირებისთვის პროექტით გათვალისწინებულია 46 ათას 622 ლარი. პროექტის განხორციელება დაიწყება მაშინ, როგორც კი თანხებს მოვიძევთ. პირველ ეტპზე შევეცდებით ბაგრატის ტაძართან მისასველელი კიბეები მაინც გავაკეთოთ ამ ტურისტულ სეზონზე", - განუცხადა  "ნიუპრესს" მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.


ავტორი: ანა ჯიქია