|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟვანიას სკოლამ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის მთვარობის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სკოლის საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ჯაყელის ინფორმაციით, სკოლის მიზანია საჯარო მოხელეთა გადამზადება, რომ თვითმმართველობები ახალი კვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტდდნენ.
 "ზურაბ ჯვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლა 2005 წელს დაფუძნდდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ ათი წლის განმავლობაში სკოლა საკუთარ მისიას აქტიურად და ზუსტად ბოლო ორი წლის განმავლობაში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმატებაში დიდი როლი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მიუძღვის, რომელიც ასწავლის ამ სკოლაში, ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით დვალს. ქუთაისს ნამდვილად აქვს კარგი პოტენციალი და ის ნამდვილად უნდა გახდეს განათლების ცენტრი",–განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.
 ჟვანიას სკოლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტერგრაციის ხელშეწყობა. სკოლის სამომავლო გეგმები კი მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული მმართველობის საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას.
 ამ დროისთვის სკოლის ბაზაზე რვა ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 21 თანამშრომნელი და 60 ტრენერია დასაქმებული. მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა სკოლის მიზანი და მისია დადებითად შეაფასეს. მათი განცხადებით, კვალიფიციური კადრები რაიონებისათვის მნიშვნელოვანია.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იმერეთის გუბერნიის წარმომადგენელბთან და გამგებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები გუგული მაღრაძე და ელისო ჩაფიძე ესწრებოდნენ. დეპუტატები სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა