|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანად მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტი დღეს, ქვეყანაში მოქმედ შრომის კოდექსში შესატანი  ცვლილებების განხილვას  იწყებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით,  არსებულ დოკუმენტში აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხოციელება დასაქმებულებისათვის გარანტიების შექმნის კუთხით.  თუმცა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას ახალი კოდექსის შექმნა დასჭირდეს, რადგან მისი თქმით, შრომის კოდექსის არის მთლიანად შესაცვლელი.

„განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც  დაქირავებულთა  უფლებებს ეხება. დღეს ამ კოდექსით შესაძლებელია ადამიანი ისე გაათავისუფლო სამსახურიდან,  გადაწყვეტილებაში მოტივაცია და დასაბუთება არ მიუთითო.  ძალიან გაადვილებულია ადამიანის გათავისუფლება. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი. ჩვენი კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, რადგან ბოლო დროს განხოციელებული დაუსაბუთებელი დათხოვნები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო ხდებოდა,“ - ამბობს ბესელია.

მისი თქმით, არსებული კოდექსის შეცვლას ხელისუფლებას ბევრი ადამიანი სთხოვს.   როგორც ბესელია ამბობს, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იქნება გარანტიების შექმნა ქალებისათვის, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში გადიან. ასევე, ყურადღება მიექცევა დამატებით შრომით საათებსაც. 

ჯანდაცვის კომიტეტის მიერ  მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც  საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს,  დღეს, ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა