|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტენდერში გამარჯვებულმა თანხა აიღო და "გაქრა" – რა ელოდება შემსრულებელს?

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ.#17 კორპუსის მაცხოვრებლები მათ მიერ გადახდილი 6000 ლარის სანაცვლოდ ეზოს კეთილმოწყობას გასული წლის ზაფხულიდან ითხოვენ. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ შემსრულებელს, რომელსაც, სამუშაოების ფარგლებში მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის გარდა, ფინანსები მერიამაც გამოუყო, ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.

"ისეთი მდგომარეობაა, რომ დაგვჭირდეს, სასწრაფოც ვეღარ შემოდის ეზოში, გუშინწინ ხელით გავიყვანეთ ავადმყოფი," – აცხადებენ გამსახურდიას ქუჩის #17 კორპუსის მაცხოვრებლები.


ქუთაისის მერია მოუწესრიგელად დარჩენილ კორპუსებში ეზოს მოპირკეთებისათვის ტენდერს, სავარაუდოდ, თავიდან გამოაცხადებს.

Newpress.ge ინდ.მეწარმე გრიგოლ ჩოგოვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მიღებული დაპირების მიუხედავად, მან მოგვიანებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა