|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან 325 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:

4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 478, იმერეთში - 945.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 410, აჭარაში - 128, იმერეთში - 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 32, იმერეთში - 33.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი