|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან 257 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 257.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც: 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1 073. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 172, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 25. 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 - თბილისში, 434 - აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა