|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან 482 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 482, ქვემო ქართლი - 133, შიდა ქართლი - 81, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 284, კახეთი - 500, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 24 257 საიდანაც:

4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442, აჭარაში - 404, იმერეთში - 1 026.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათშორის, თბილისში - 318, აჭარაში - 88, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.

672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა