|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 220 გამოვლინდა

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთში - 220.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 780, აჭარაში - 407, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 5, იმერეთში - 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 - თბილისში, 464- აჭარაში. 17 046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 651 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 440, პირი, აჭარაში - 2 557, იმერეთში - 1 801.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი