|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან 218 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა - 336, იმერეთში - 218.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363,  საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში მკურნალობს - 761.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 133, იმერეთში - 263.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 42, იმერეთში - 25.

1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა