|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 700 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 747, აჭარაში - 470, იმერეთში - 1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 81, იმერეთში - 412.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 18, იმერეთში - 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 - თბილისში, 189 - აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი