|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან 776 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც:

6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა