|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 318 და გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა - 20 ნოემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც: 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 473, აჭარაში - 548, იმერეთში - 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 131, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 44, იმერეთში - 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 223 - აჭარაში. 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ავტორი: ნიუპრესი