ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 876 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 255, შიდა ქართლი - 200, გურია - 112, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 349, კახეთი - 878, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 359 საიდანაც:
5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 790, აჭარაში - 491, იმერეთში - 1 299.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 85, იმერეთში - 419. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 21, იმერეთში - 27.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი