|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 1 060 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 225, იმერეთი - 1 060.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 563, აჭარაში - 402, იმერეთში - 1 119.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში - 334, აჭარაში - 77, იმერეთში - 362.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა