ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 107 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, ხოლო იმერეთში - 107
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, იმერეთში - 667.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, იმერეთში - 26.
479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში.
6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი