|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, შედეგი კი არ ჩანს - რომან გოცირიძე

 ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, შედეგი კი არ ჩანს - ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს  უსმენენ.

"ამის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თქვენმა სამინისტრომ დახარჯა დაახლოებით 9 მილიარდ ლარამდე, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის იმ ცხრაწლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული? - განაცხადა გოცირიძემ. 

დეპუტატის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროში 6 მინისტრი შეიცვალა, რაც უცნაურია.

„ქალბატონო მაია, რით ხსნით იმ ფაქტს, რომ 6 წლის განმავლობაში შეიცვალა ინფრასტრუქტურის 6 მინისტრი, მაშინ როდესაც იუსტიციის სამინისტროს 6 წლის მანძილზე ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასე ცუდები, თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასე კარგი?

რომელი არის ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არაა ამ დრომდე? რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობების პოლიგონად? იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ, რა არის ამის მიზეზი? კორუფცია, თავმოუბმელობა, თუ ვიღაცამ დაგწყევლათ და მეშვიდე მინისტრს უნდა ველოდოთ“, - მიმართა გოცირიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა