|
  • EUR 1 = GEL 3.7763
  • USD 1 = GEL 3.2117
|

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს.

"ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. სამსახიობო ხელოვნების ტაძარი, რომლის სცენაზე თამაშობდნენ ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავები. თეატრი, რომელმაც გვაჩუქა არაერთი საინტერესო რეჟისორი, სპექტაკლი და წარუშლელი შთაბეჭდილება. თუ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია ქუთაისს ვუწოდოთ კულტურის მექა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მესხიშვილის თეატრს მიუძღვის და მის ხელოვნების ქურუმებს. გილოცავთ ახალი, საიუბილეო 160-ე სეზონის გახსნას, დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და უცნაური სეზონია. გისურვებთ გულწრფელ ტაშსა და ემოციებს, ბევრ აღტაცებულ მაყურებელს და გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებიან", - აღნიშნულია იოსებ ხახალეიშვილის მილოცვაში.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.18%
უარყოფითად - 51.82%
მიჭირს პასუხის გაცემა - 10%
სულ - 110 ხმა