|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების დირექტორებს მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების დირექტორებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად შეხვდა. მინისტრმა მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა და პანდემიის პერიოდში ღირსეულად  ჩატარებული სასწავლო პროცესისთვის მადლობა გადაუხადა.


იოსებ ხახალეიშვილმა სკოლების დირექტორების საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ქუთაისში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი: სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა, განათლების სისტემაზე განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება და გამოთქვა ქუთაისის სკოლების დირექტორებთან მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი.

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, დადებითად ხვდებიან ყველა ნოვაციას, ჩართულები არიან ბევრ საინტერესო პროექტში,  არიან გახსნილები ყველა კარგი წინადადებისთვის,  რომელიც სკოლას მოუტანს წარმატებას და პოზიტიურ გამოცდილებას, ცდილობენ სასწავლო პროცესების სწორად მართვასა და მოსწავლეთა მიმართ თანამედროვე მიდგომების დანერგვას. ისინი სწორ პოზიციებზე დგანან, მზად არიან თავდადებულად იბრძოლოდ, რათა ახალი თაობისათვის განათლება იქცეს მთავარ იდეად და მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რაც უკვე სამომავლო წარმატებების საწინდარია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა