|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკური სესხის უპირატესობები

უმრავლესობისთვის იპოთეკა ერთადერთი შანსია საკუთარი სახლის დაუყოვნებლივ შესაძენად. უძრავი ქონების ღირებულება საკმაოდ მაღალია, ამიტომ ყველას არ აქვს მისი შეძენის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში იპოთეკური კრედიტი საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი სახლისთვის თანხა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნელ-ნელა გადაიხადოთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იპოთეკური სესხის უპირატესობები და ნაკლოვანებები, იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება გამარტივდეს. 

იპოთეკური სესხის მთავარი უპირატესობაა ბინის ან კერძო სახლის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალება. დანაზოგის დაგროვებას კი წლობით ლოდინი სჭირდება. ამ პერიოდში თქვენ იხდით ქირას, რომელიც უკან აღარ გიბრუნდებათ, რაც საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანისთვის ეს სერიოზული სტრესია. 

გრძელვადიანი კრედიტის საშუალებით თქვენ აღარ მოგიწევთ ქირის გადახდა და საკუთარ სახლში ცხოვრებას დაუყოვნებლივ შეძლებთ. ყოველთვიურად გაღებული თანხა არ დაგეკარგებათ და საკუთრების შეძენას მოხმარდება. იპოთეკური სესხის აღებით თქვენ გარკვეულწილად ინვესტორი გახდებით. რადგან უძრავი ქონების ღირებულება ბაზარზე მუდმივად იზრდება, მისი შეძენა ნებისმიერი გზით თანხის სწორად დაბანდებას ნიშნავს. ამასთან, შეძენილი სახლი საჭიროებისას შეგიძლიათ გაყიდოთ კიდეც. სესხის გადაფარვასაც შეძლებთ და თანხაც დაგრჩებათ. 

იპოთეკით დატვირთულ ბინაში შეგიძლიათ გააკეთოთ რემონტი, რაც კანონით ნებადართულია. შეღავათიანი პირობებით გრძელვადიან კრედიტს არაერთი საფინანსო ორგანიზაცია გასცემს, თუმცა პროვაიდერის შერჩევას მაინც სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. გამოცდილი კომპანია სწორი ინვესტიციის გაკეთებაში დაგეხმარებათ, ასევე შეგიქმნით ისეთ პირობებს, რომელიც კრედიტის დაფარვას გაგიმარტივებთ. 

სად ავიღოთ იპოთეკური სესხი მარტივად?

საქართველოში მოქმედი საფინანსო კომპანიებიდან ემბისი ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი და გამოცდილი პროვაიდერია. პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ზრუნავს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანიის პრიოიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია, ამიტომ მათთვის ხელსაყრელი პირობების შემუშავებაზე ემბისიში აქტიურად მუშაობენ.

იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი აიღოთ საჭიროა:

  • იყოთ სრულწლოვანი;
  • შეავსოთ ონლაინ გადაცხადი ან მიხვიდეთ კომპანიის ნებისმიერ სერვის ცენტრში; 
  • წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის მოწმობა, ქონების ფლობისა და შემოსავლების დოკუმენტაცია;

ემბისი საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი ამიტომ ფილიალში ვიზიტი არ გაგიჭირდებათ. 

ემბისი განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და არც იმ შემთხვევაში გზღუდავთ, თუ სესხი უკვე აიღეთ. კრედიტის პორტირება კომპანიაში გამარტივებული პროცესია. 

იპოთეკური სესხის აღების საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებას ემბისი ყველანაირად გაგიმარტივებთ. საფუძვლიანი კონსულტაციები თქვენი პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ და ამ გზით კრედიტის სწორ რაოდენობას დაადგენთ. მიზანს მარტივად მიაღწევთ და სესხის დაფარვა მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. 



ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა